კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პროექტი — ტექსტს ამოწმებს იურისტი. ძალაში შევა საიტის გაშვებისას. ფრჩხილებში მონიშნული ადგილები შესავსებია.
ბოლო განახლება: [თარიღი]
1. ვინ ვართ
Minium („პლატფორმა“) არის ონლაინ ბაზარი, სადაც ქართველი ხელოვანები და სახელოსნოები ყიდიან საკუთარ ნამუშევრებს. პლატფორმას მართავს [კომპანიის სახელი], საიდენტიფიკაციო კოდი [კოდი], მისამართი: [მისამართი] („ჩვენ“).
პირად მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვწერეთ: [ელფოსტა].
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: ელფოსტა, პაროლი (ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით — ჩვენ მას ვერ ვხედავთ), სახელი, გვარი, ტელეფონი, ქალაქი.
- შეკვეთა: მიმღების სახელი, ტელეფონი, მისამართი, ქვეყანა, შეკვეთის შემადგენლობა და ისტორია (გაგზავნა, თრექინგ-ნომერი, მიღება).
- ხელოვანები: სტატუსი (ფიზიკური პირი, ინდმეწარმე, კომპანია), პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი, IBAN, ბანკი და ანგარიშის მფლობელის სახელი — თანხის გადასარიცხად.
- თქვენ მიერ ატვირთული: ნამუშევრების ფოტოები და აღწერა, ჩატის შეტყობინებები, საჩივრის ფოტოები, ინდივიდუალური შეკვეთის აღწერა და მაგალითები. ფოტოს ატვირთვისას ბრაუზერი ან აპლიკაცია შლის კამერის მონაცემებს, მათ შორის გადაღების ადგილს (GPS).
- მობილური აპლიკაცია: ტელეფონის მისამართი შეტყობინებებისთვის (push) — მხოლოდ თუ შეტყობინებებს ჩართავთ; ანგარიშიდან გასვლისას ან აპლიკაციის წაშლისას ის იშლება. კამერასა და ფოტოებს აპლიკაცია იყენებს მხოლოდ მაშინ, როცა თავად ირჩევთ ფოტოს ასატვირთად.
- საჩივრები და დაბლოკვა: ვინ გამოგზავნა საჩივარი, მიზეზი, კომენტარი და იმის ასლი, რაზეც საჩივარია (მაგ., შეტყობინების ტექსტი); ვინ ვინ დაბლოკა.
- ტექნიკური: შესვლის სესია, სერვერის ჟურნალები (მათ შორის IP მისამართი) და გვერდების ნახვის სტატისტიკა cookie-ს გარეშე.
- თანხმობა სიახლეებზე: როდის და საიდან მოგვეცით ან გააუქმეთ თანხმობა.
3. რისთვის ვიყენებთ
- ანგარიშისა და პლატფორმის მუშაობისთვის: შესვლა, კალათა, შეკვეთა, ჩატი.
- შეკვეთის შესასრულებლად: ავტორი ხედავს მიმღების სახელს, ტელეფონს და მისამართს, რომ ნამუშევარი გამოგზავნოს.
- ავტორისთვის თანხის გადასარიცხად და ანგარიშის შესამოწმებლად.
- საჩივრების განსახილველად და თაღლითობისგან დასაცავად.
- პლატფორმის უსაფრთხოებისთვის: საჩივრების განსახილველად, წესების დამრღვევი შინაარსის მოსახსნელად და ანგარიშების დასახურად.
- ტელეფონზე შეტყობინებების გასაგზავნად: ახალი შეტყობინება, შეკვეთის ცვლილება, შეთავაზება.
- სიახლეების გამოსაგზავნად — მხოლოდ თქვენი თანხმობით; გაუქმება შესაძლებელია ერთი დაჭერით ყოველ წერილში ან პარამეტრებში.
- კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (მაგ., საგადასახადო). [სამართლებრივი საფუძველი თითოეული მიზნისთვის — იურისტი]
4. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით. ვუზიარებთ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა:
- ავტორს — თქვენი შეკვეთის მიწოდების მონაცემებს; მყიდველს — ავტორის სახელს და ქალაქს.
- საკურიერო სამსახურს, რომელსაც ავტორი ირჩევს — მიწოდებისთვის.
- ბანკს / გადახდის სისტემას — გადახდისა და გადარიცხვისთვის (ონლაინ გადახდა ჯერ ჩართული არ არის). [ბანკის სახელი]
- ტექნიკურ მომსახურებას: Supabase (მონაცემთა ბაზა და ფაილები, სერვერი ფრანკფურტში, ევროკავშირი) და Vercel (საიტის ჰოსტინგი და ნახვების სტატისტიკა, სერვერი ფრანკფურტში). ეს კომპანიები მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დავალებით. [ელფოსტის მომსახურების სახელი, როცა ჩაირთვება]
- შეტყობინებების მიწოდებისთვის — Expo (აშშ), მისი მეშვეობით კი Apple-ისა და Google-ის შეტყობინებების სამსახურებს: ტელეფონის მისამართი და შეტყობინების ტექსტი.
- სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
Supabase და Vercel აშშ-ს კომპანიებია, თუმცა მონაცემები ინახება ევროკავშირში. [საზღვარგარეთ გადაცემის სამართლებრივი საფუძველი და ხელშეკრულებები — იურისტი]
5. როგორ ვიცავთ
- კავშირი საიტთან დაშიფრულია (HTTPS); პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით.
- ყოველი მომხმარებელი ხედავს მხოლოდ საკუთარ მონაცემებს — ამას თავად მონაცემთა ბაზა ამოწმებს.
- გუნდის ყველა წევრი შედის ორსაფეხურიანი დაცვით (2FA) და ხედავს მხოლოდ იმას, რაც მისი როლისთვის არის საჭირო.
- ავტორის IBAN და პირადი ნომერი ყველგან დაფარულია; სრულ ნომერს ხედავს მხოლოდ ფინანსური გუნდი, ახალი 2FA კოდით, და ყოველი ნახვა იწერება ჟურნალში. ანგარიშის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ პაროლით და არა პაროლის ან ელფოსტის შეცვლიდან 24 საათის განმავლობაში.
- ჩატს გუნდი ხედავს მხოლოდ შეკვეთაზე საჩივრის დროს, და ყოველი ნახვა იწერება ჟურნალში; შეტყობინებაზე საჩივრისას გუნდი ხედავს მხოლოდ ამ შეტყობინებას.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
- ანგარიშის მონაცემები — სანამ ანგარიში აქტიურია.
- შეკვეთები, საჩივრები და გადარიცხვები — [X წელი] (საგადასახადო და სამართლებრივი მიზნებით).
- ჩატის შეტყობინებები — [ვადა].
- გუნდის მოქმედებების ჟურნალი — [ვადა].
- საჩივრები შინაარსზე — [ვადა]; დაბლოკვა — სანამ არ მოხსნით ან ანგარიშს არ წაშლით.
- ტელეფონის მისამართი შეტყობინებებისთვის — სანამ აპლიკაციაში შესული ხართ და შეტყობინებები ჩართულია.
- ანგარიშის წაშლის შემდეგ ვშლით ან ვაანონიმურებთ მონაცემებს, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით გვევალება. [დაზუსტება — იურისტი]
7. თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება: მიიღოთ ინფორმაცია და ასლი თქვენი მონაცემებისა, გაასწოროთ ისინი (პროფილისა და პარამეტრების გვერდზე), მოითხოვოთ წაშლა, შეზღუდოთ ან გააპროტესტოთ დამუშავება და ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა სიახლეებზე.
მოთხოვნისთვის მოგვწერეთ [ელფოსტა] — ვპასუხობთ [ვადა]-ში. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლება დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
8. Cookie-ები
ვიყენებთ მხოლოდ იმ cookie-ებს, რომლის გარეშეც საიტი ვერ იმუშავებს, და ერთ მოსახერხებლობის cookie-ს:
- შესვლის სესია — რომ ანგარიშში დარჩეთ;
- ენა (lang) — 1 წელი;
- კალათა (cart) — 30 დღე;
- ბოლოს ნანახი ნამუშევრების ნომრები (viewed) — 60 დღე; მხოლოდ მთავარ გვერდზე „ბოლოს ნანახის“ საჩვენებლად, ღილაკით „გასუფთავება“ იშლება.
ნახვების სტატისტიკისთვის ვიყენებთ Vercel Web Analytics-ს, რომელიც cookie-ს არ იყენებს და თქვენს ვინაობას ვერ ადგენს. სარეკლამო cookie-ებს არ ვიყენებთ; თუ დავამატებთ, ჯერ თქვენს თანხმობას ვითხოვთ.
9. ასაკი
პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ [18] წლის ზემოთ პირებს.
10. ცვლილებები
პოლიტიკის შეცვლისას ამ გვერდზე განვაახლებთ თარიღს; მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ ელფოსტით.