გამოყენების პირობები
პროექტი — ტექსტს ამოწმებს იურისტი. ძალაში შევა საიტის გაშვებისას. ფრჩხილებში მონიშნული ადგილები შესავსებია.
ბოლო განახლება: [თარიღი]
1. ზოგადი
ეს პირობები არეგულირებს Minium-ით („პლატფორმა“) სარგებლობას. პლატფორმას მართავს [კომპანიის სახელი], საიდენტიფიკაციო კოდი [კოდი], მისამართი: [მისამართი] („ჩვენ“). რეგისტრაციით ან შეკვეთით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
2. პლატფორმის როლი
პლატფორმა აკავშირებს მყიდველებს ხელოვანებთან და სახელოსნოებთან („ავტორი“). ნამუშევარს ყიდის ავტორი: ის პასუხისმგებელია ნამუშევარზე, მის აღწერაზე და გაგზავნაზე. ჩვენ ვამოწმებთ ავტორის პროფილს და ყოველ ნამუშევარს გამოქვეყნებამდე, ვინახავთ მყიდველის მიერ გადახდილ თანხას შეკვეთის დასრულებამდე და განვიხილავთ საჩივრებს. [პლატფორმის, როგორც შუამავლის, სამართლებრივი სტატუსი — იურისტი]
3. ანგარიში
- მიუთითეთ ნამდვილი მონაცემები და შეინახეთ პაროლი საიდუმლოდ. ანგარიშზე მოქმედებებზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.
- პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ [18] წლის ზემოთ პირებს.
- ამ პირობების დარღვევისას შეგვიძლია მოვხსნათ ნამუშევარი ან დავხუროთ ანგარიში (იხ. „რა არის აკრძალული“ და „საჩივარი და დაბლოკვა“).
4. ყიდვა და გადახდა
- ფასები მითითებულია და გადახდა ხდება ლარში (₾).
- გადახდილი თანხა ავტორს მაშინვე არ ერიცხება: ის ინახება, სანამ კაბინეტში არ დაადასტურებთ მიღებას („ნამუშევარი მივიღე“) ან სანამ საჩივრის ვადა არ გავა.
- ნუ გადაიხდით პლატფორმის გარეთ — მყიდველის დაცვა მოქმედებს მხოლოდ პლატფორმაზე გადახდილ შეკვეთებზე.
- ონლაინ გადახდა ჯერ ჩართული არ არის. [გადახდის საშუალებები და ბანკი — გაშვებისას]
5. მიწოდება
- მიწოდება უფასოა. ავტორი ორიგინალს აგზავნის 5 დღეში, პრინტს — 1–7 დღეში, და კაბინეტში მიუთითებს თრექინგ-ნომერს.
- ჯერჯერობით ვაგზავნით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.
6. გაუქმება, საჩივარი და დაბრუნება
- გადახდილ შეკვეთას ვერ გააუქმებთ — ავტორი მას თქვენთვის ამზადებს და აგზავნის. [დისტანციური ყიდვისას უარის თქმის უფლება — იურისტი]
- თუ ნამუშევარი დაზიანებულია, არ ემთხვევა აღწერას ან არ მიგიღიათ, გახსენით საჩივარი კაბინეტში გაგზავნიდან 7 დღის განმავლობაში და დაურთეთ ფოტოები.
- ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას 2 დღეში: საჩივარზე უარი (შეკვეთა სრულდება), დაბრუნება (ნამუშევარს უკან აგზავნით ჩვენი ინსტრუქციით და თანხა გიბრუნდებათ, როცა ავტორი მას მიიღებს) ან თანხის დაბრუნება დაბრუნების გარეშე.
- თუ ვადაში არც მიღებას დაადასტურებთ და არც საჩივარს გახსნით, შეკვეთა ავტომატურად სრულდება.
- პრინტი და ინდივიდუალური ნამუშევარი მზადდება შეკვეთით, ამიტომ ბრუნდება მხოლოდ დაზიანების ან წუნის შემთხვევაში.
- ნაწილობრივი დაბრუნება არ ხდება. [ვადებისა და წესების კანონთან შესაბამისობა — იურისტი]
7. პრინტები და ფოტოები
პრინტი არის ნახატის ასლი, რომელსაც ავტორი ბეჭდავს შეკვეთით. ტირაჟი შეზღუდულია: თითოეული ნამუშევრიდან მაქსიმუმ 50 დანომრილი ცალი.
ფოტო იყიდება ნაბეჭდად: ფოტოგრაფი ბეჭდავს მას შეკვეთით მის მიერ მითითებულ ზომაზე და ქაღალდზე. ტირაჟს ადგენს ფოტოგრაფი — ლიმიტირებული (ყოველი ასლი დანომრილია და მითითებულ რაოდენობაზე მეტი არ იბეჭდება) ან ღია; პირველი გაყიდვის შემდეგ ტირაჟი აღარ იცვლება.
8. ინდივიდუალური შეკვეთა
- მოთხოვნა ღიაა 7 დღე — ამ დროს ავტორები გიგზავნიან ფასს და ვადას. აირჩევთ შეთავაზებას და იხდით.
- ავტორი ჯერ ესკიზს გიგზავნით. ესკიზის დამტკიცებამდე შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა — თანხა სრულად გიბრუნდებათ.
- ესკიზის დამტკიცების შემდეგ ავტორს რჩება თანხის 30%; ამის შემდეგ გაუქმებისას გიბრუნდებათ 70%.
- თუ ესკიზზე 7 დღე არ უპასუხებთ, ის დამტკიცებულად ითვლება.
- ინდივიდუალური ნამუშევარი მხოლოდ თქვენთვის იქმნება და არ ბრუნდება, გარდა დაზიანების ან წუნის შემთხვევისა. პორტრეტისთვის ფოტოს ატვირთვით ადასტურებთ, რომ გაქვთ გამოსახული პირის თანხმობა. [იურისტი]
9. ფასდაკლება
ავტორს ფასდაკლების დაწყება შეუძლია არა უადრეს გამოქვეყნებიდან 30 დღისა, და შემდეგი — წინა ფასდაკლების დასრულებიდან 30 დღის შემდეგ. გადახაზული ფასი ის ფასია, რომლითაც ნამუშევარი იყიდებოდა. [ძველი ფასის ჩვენების წესები — იურისტი]
პლატფორმა აწყობს აქციებს და გასცემს პრომოკოდებს. ფასდაკლებები არ ჯამდება: მყიდველი იხდის ყველაზე დაბალ ფასს — ავტორის ფასდაკლებით, აქციით ან პრომოკოდით. პრომოკოდი იწერება შეკვეთის გაფორმებისას და მოქმედებს თავისი პირობებით (ვადა, მინიმალური თანხა, რამდენჯერ გამოიყენება).
აქციაში მონაწილეობა ავტორისთვის ნებაყოფლობითია: ავტორი ირჩევს ნამუშევრებს და შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს. აქციის პირობებში წერია, ფასდაკლების რა ნაწილს იხდის ავტორი და რას — პლატფორმა; ზოგ აქციაში ყველა შესაფერისი ნამუშევარი მონაწილეობს თავისით და ფასდაკლებას მთლიანად იხდის პლატფორმა. ნამუშევარი, რომლის ფასი ბოლო 30 დღეში გაიზარდა, აქციაში ვერ შევა, აქციის დროს კი ფასის გაზრდა არ შეიძლება.
10. ხელოვანებისთვის
- განთავსება უფასოა. ყოველი გაყიდვიდან პლატფორმა იღებს ფასის 20%-ს, ავტორი — 80%-ს. პლატფორმას შეუძლია ავტორს ან სტუდიას დაუწესოს ინდივიდუალური, ნაკლები საკომისიო — ვადით ან ვადის გარეშე; ავტორი თავის საკომისიოს ხედავს სტუდიაში. აქციის ან პრომოკოდის დროს საკომისიო ითვლება ფასდაკლებამდელი ფასიდან, ფასდაკლების თავის წილს კი პლატფორმა ანაზღაურებს. შეკვეთის თანხები ფიქსირდება ყიდვის მომენტში.
- ავტორს შეუძლია უფასოდ ჩართოს ნამუშევრის რეკლამა: განსაზღვრული დღეების განმავლობაში ნამუშევარი ჩანს თავისი კატეგორიის დასაწყისში კატალოგში და მთავარ გვერდზე, ნიშნით „რეკლამა“. თუ ამ დღეებში გაიყიდება ნამუშევარი ან მისი პრინტი, ამ გაყიდვის საკომისიო რამდენიმე პროცენტული პუნქტით იზრდება (არაუმეტეს 30%-ისა); თუ არ გაიყიდება, ავტორი არაფერს იხდის. ზუსტ პირობებს (დღეები, დამატებითი საკომისიო) ავტორი ხედავს ჩართვამდე, და ჩართული რეკლამისთვის ისინი არ იცვლება. ავტორი რეკლამას ვადამდე ვერ გამორთავს; პლატფორმას შეუძლია მისი მოხსნა. ერთდროულად შეიძლება რამდენიმე ნამუშევრის რეკლამა, იგივე ნამუშევრის — ხელახლა შესვენების შემდეგ. აქციაში მყოფ ნამუშევარზე რეკლამა არ ირთვება; თუ გაყიდვისას ნამუშევარი აქციაშია, მოქმედებს აქციის საკომისიო. მყიდველისთვის ფასი არ იცვლება. [რეკლამის მონიშვნის წესები — იურისტი]
- ავტორი ადასტურებს, რომ ყოველი ნამუშევარი შექმნილია მის მიერ (სახელოსნოს შემთხვევაში — მისი გუნდის მიერ) და აღწერა სწორია.
- ნამუშევრის ფოტოების ატვირთვით ავტორი გვაძლევს უფლებას, ვაჩვენოთ ისინი პლატფორმაზე და მის რეკლამაში. [ლიცენზიის მოცულობა და ვადა — იურისტი]
- ავტორი აგზავნის შეკვეთას 5 დღეში და მიუთითებს თრექინგ-ნომერს.
- თანხა ირიცხება შეკვეთის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ავტორის სახელზე რეგისტრირებულ და ჩვენ მიერ შემოწმებულ საბანკო ანგარიშზე. ანგარიშის შესაცვლელად საჭიროა პაროლი; პაროლის ან ელფოსტის შეცვლიდან 24 საათის განმავლობაში ანგარიშის შეცვლა შეუძლებელია. [გადარიცხვის ვადა]
- გადასახადებს ავტორი იხდის თავად. [საგადასახადო აგენტის საკითხი — იურისტი]
11. რა არის აკრძალული
- სხვისი ნამუშევრის, ასლის ან ყალბის გაყიდვა, ან სხვისი ფოტოების გამოყენება.
- კანონსაწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელი ან მოტყუებითი შინაარსი.
- მყიდველისთვის პლატფორმის გარეთ გადახდის შეთავაზება.
- სხვა მომხმარებლების შევიწროება და სპამი.
- პორნოგრაფია და სექსუალური შინაარსი. შიშველი სხეულის გამოსახვა ხელოვნებაში (მაგ., აქტი ფერწერაში ან ფოტოგრაფიაში) დასაშვებია.
ჩვენ არ ვითმენთ შეურაცხმყოფელ შინაარსს და მომხმარებლების შევიწროებას: ასეთ შინაარსს ვხსნით, ანგარიშს კი ვხურავთ — საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე.
12. საჩივარი და დაბლოკვა
თუ ნამუშევარი, პროფილი, შეტყობინება ან ინდივიდუალური მოთხოვნა არღვევს ამ წესებს, დააჭირეთ „საჩივარი“ — ის არის ნამუშევრის, ავტორისა და მოთხოვნის გვერდზე და ჩატში. საჩივარს ხედავს მხოლოდ პლატფორმის გუნდი; მეორე მხარე ვერ გაიგებს, ვინ გაგზავნა.
საჩივარს განვიხილავთ [24 საათში]. თუ წესი დარღვეულია, ვხსნით შინაარსს და შეიძლება დავხუროთ ანგარიში.
ჩატში შეგიძლიათ დაბლოკოთ მომხმარებელი: მაშინ ერთმანეთს ვეღარ მისწერთ. შეკვეთის შეტყობინებები და პლატფორმის გუნდის წერილები მაინც მოვა, რომ შეკვეთა დასრულდეს. დაბლოკვის მოხსნა იქვე შეიძლება.
13. ჩატი
ჩატის შეტყობინებები ინახება და მათი წაშლა შეუძლებელია. გუნდი ხედავს ჩატს მხოლოდ შეკვეთაზე საჩივრის დროს, და ყოველი ნახვა იწერება ჟურნალში; თუ რომელიმე მხარე კონკრეტულ შეტყობინებაზე საჩივარს გამოგზავნის, გუნდი ხედავს მხოლოდ ამ შეტყობინებას. [ჩატის შენახვის ვადა — იურისტი]
14. პასუხისმგებლობა
ნამუშევარზე და მის აღწერაზე პასუხისმგებელია ავტორი. პლატფორმა პასუხს აგებს საკუთარ მომსახურებაზე — თანხის შენახვასა და საჩივრების განხილვაზე — ამ პირობების ფარგლებში. [პასუხისმგებლობის შეზღუდვა — იურისტი]
15. ცვლილებები და კანონი
პირობების შეცვლისას ამ გვერდზე განვაახლებთ თარიღს; მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ ელფოსტით. პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. [დავების განხილვის ადგილი — იურისტი]
16. კონტაქტი
კითხვებისთვის მოგვწერეთ: [ელფოსტა]. ხშირად დასმული კითხვები — გვერდზე „კითხვები და პასუხები“.